უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: ოკუპანტებმა უკრაინას აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით ჩამოართვეს

აზოვის ზღვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსებმა მოახერხეს, უკრაინელების აზოვის ზღვიდან მოკვეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თქმით, მოსკოვის ყველა საომარი მიზანი მაინც იშლება.

,,ოკუპანტებმა, დონეცკის საოპერაციო ზონაში, წარმატებას ნაწილობრივ მიაღწიეს - დროებით ჩამოართვეს უკრაინას აზოვის ზღვაზე წვდომა", - ნათქვამია პრესრელიზში.

,,მტერი ცდილობს, აანაზღაუროს სახმელეთო ოპერაციის დროს, ჯარების წინსვლის წარუმატებლობები სარაკეტო დარტყმებით, როგორც მაღალი სიზუსტის იარაღის, ასევე განურჩეველი ძალის დაბომბვის გამოყენებით", - ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.