პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას თეთრ სახლში უმასპინძლა. ზელენსკა დღეს აშშ-ის კონგრესს მიმართავს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის „მნიშვნელოვან შედეგებს ელის“ მისი ცოლის ვაშინგტონში ვიზიტისგან.
ზელენსკის თქმით, აშშ-ში ყოფნისას ოლენა ზელენსკას მიზანია გაზარდოს უკრაინისადმი ამერიკის დახმარება, უკრაინამ მიიღოს დამატებითი მხარდაჭერა რუსეთის ტერორის წინაშე აღმოჩენილი ხალხის დასაცავად და გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარება.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონგრესისადმი ზელენსკას მიმართვა მნიშვნელოვანი იქნება.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ამას მოისმენს ის ხალხი ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.