უკრაინის ჯარისთვის იარაღი, აღჭურვილობა, რაკეტები და საწვავი უკვე გზაშია - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, რუსეთმა გადაწყვიტა დაიწყოს სასტიკი, ველური ომი, რომელიც დაფუძნებულია საძაგელ ტყუილზე. თქვენ, უკრაინელი ხალხი ხართ ამ უგუნურებისა და სიცრუის უდანაშაულო მსხვერპლი",  - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ეს არის კრემლის, პუტინის ომი და არა რუსი ხალხის ომი. მე მივესალმები ზელენსკის სიმტკიცესა და სიმამაცეს. ის თქვენ სიმტკიცეს და სიმამაცეს ასახავს. თქვენი პრეზიდენტი და თქვენ, უკრაინელი ხალხი წინ აღუდექით ამ ისტორიულ მომენტს და დღეს მთელი ევროპა ასევე უნდა აღუდგეს ამ ისტორიულ მომენტს.

თქვენ იცავთ თქვენს მიწას და ღირსებას, თქვენ თავისუფლებას და შვილებს, თქვენს ერთიანობას, თქვენს დემოკრატიას. თავდასხმის ქვეშ ასევე არის მთელი ევროპის ღირსება, თავისუფლება და დემოკრატია. ამას იცავთ თქვენ. ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას თავდაცვით სამხედრო აღჭურვილობის საგანგებო მიწოდებას. თქვენი ჯარისთვის იარაღი, აღჭურვილობა, რაკეტები და საწვავი უკვე გზაშია“, - განაცხადა მიშელმა.