ყველამ უნდა წარმოთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა - 21 სექტემბერი ზეციური დედის შობის დღეა
1726865316
დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 78 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა მიაყენეს. კიევის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასახლებული პუნქტების და საჯარისო შენაერთების პოზიციების წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსმა სამხედროებმა კიევის, ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში 67 ფრთოსანი რაკეტა და 10 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს.
როგორც გენშტაბი იუწყება, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 51 რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.ამასთან, მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსეთის თავდასხმები დონეცკის ოლქის ანდრეევკას, ბახმუტის, კლიშჩიევკას, კრასნოგოროვკას, მარინკას, ოზარიანოვკას, ოპიტნოეს და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს.