აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს - Politico

უკრაინა

„აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს“, - ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას მონაცემებში არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. თუმცა, პენტაგონმა შემოდგომით აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს. ასევე აშშ-მა კიევს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები მიაწოდა.

ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინმა თავიდან შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, შემდეგ კი, ნატო-სთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართოს, თუკი ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს.