უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ; დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ; დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი. კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს? ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო ძლიერად მუშაობას ყველა დონეზე, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.