1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის კონსული ვადიმ საბლუკი, ბერძენ მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, თუ აქვთ ცარიელი სახლები ან ოთახები დაეხმარონ ღია ცის ქვეშ დარჩენილ უკრაინელ ლტოლვილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
„ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი ლტოლვილი იქნება საერთო ჯამში, რადგან ისინი სულ სხვადასხვა მიმართულებებით გადაადგილდებიან. მიდიან პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, მოლდოვას, სლოვაკეთისა და საბერძნეთის საზღვრებისკენ.
ზუსტ რაოდენობას ვერ ვიანგარიშებთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ბევრნი იქნებიან. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ თუ შეუძლიათ, ისინი ბინით ან ოთახით მაინც უზრუნველყონ.“- განაცხადა ვადიმ საბლუკმა.