პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რივნის რაიონში უკრაინის ორმა ჯარისკაცმა, ომის პარალელურად იქორწინა. ამის შესახებ რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
„სანამ უკრაინელები ერთმანეთის და თავიანთი ქვეყნის სიყვარულით არიან სავსე, სანამ მათ აქვთ ომის სიძულვილი, ჩვენ ვიბრძოლებთ!
გუშინ რივნის რაიონში, თეთრი კაბის, მეგობრების, მშობლების გარეშე, მაგრამ პატარძლის დელიკატური თაიგულით, ორი ეროვნული გვარდიელი დაქორწინდა. ბარიკადებულ საკრებულოში ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ერთმანეთს ერთგულების ფიცი დადეს.
დაიფიცეს, ჩაეხუტნენ და წავიდნენ უკრაინის დასაცავად!“, - წერს რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო.