უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ძალა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, საჭიროა დიპლომატიური გადაწყვეტა - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნით რესურსი ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ „კიოდო ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ რუსეთის მხრიდან თავდაუსხმელობის გარანტიის პირობით.

„ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ამჟამად არასაკმარისი ძალა აქვს, ეს ასეა. დიახ, უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გადაწყვეტა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რომ იმდენად ძლიერები ვართ, ისინი არ დაიწყებენ ახალ აგრესიას, მხოლოდ მაშინ შეიძლება სხვა დიპლომატიურ ნაბიჯებზე ფიქრი“, – განაცხადა ზელენსკიმ იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.