ევროპის მაუწყებელთა კავშირი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს საქართველოში

ევროპის მაუწყებელთა კავშირი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს საქართველოში

ევროპის მაუწყებელთა კავშირი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს საქართველოში.

„საპროტესტო აქციების დროს სპეცდანიშნულების რაზმი ათობით ჟურნალისტს და მედიის თანამშრომელს ფიზიკურად დაესხა თავს, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) თანამშრომელს დავით ბეჟანიშვილს, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციის დროს დაშავდა.

გარდა ამისა, შეშფოთებული ვართ შაბათ-კვირას დემონსტრანტების ძალადობრივი შეჭრის მცდელობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ან დაშინების ყველა ქმდება სრულიად მიუღებელია.

მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, ევროპის მაუწყებელთა კავშირი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლება და უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა საქართველოში მიმდინარე პროტესტის გაშუქებისას“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

„საპროტესტო აქციების დროს ათობით ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი დაშავდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი დავით ბეჟანიშვილი, რომელმაც საპორტესტო აქციის დროს დაზიანებები მიიღო.