იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება ზედმეტად შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
„ევროკავშირი არ არის ომში რუსეთთან. რუსეთმა წამოიწყო ხისტი ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი, და ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ მესამე საერთაშორისო ომი“, – განაცხადა შარლ მიშელმა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება ნატო-ს გადასაწყვეტია და არა ევროკავშირის, თუმცა მიშელის თქმით, ალიანსის წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ძალიან შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„სწორედ ამიტომ ვცდილობთ სხვა გზების მხარდაჭერას დიპლომატიურ დონეზე. ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომ ცეცხლის შეწყვეტას, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, – განაცხადა მიშელმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოთხოვნა, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს „ლეგიტიმურია“ და ევროკავშირი უკრაინის განაცხადს რაც შეიძლება მალე განიხილავს.
შარლ მიშელის თქმით, ამასთან ერთად მან გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტი რეგულარულად მოიწვიოს ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე. მისივე თქმით, დასავლეთის სიძლიერე ერთიანობაშია.
„ბატონმა პუტინმა სცადა ევროკავშირის და აშშ-ის დაყოფა. თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. ბატონი პუტინი შეეცადა ეჩვენებინა, რონ ჩვენ ვერ ვმოქმედებთ. მან ეს ვერ მოახერხა“,- განაცხადა შარლ მიშელმა.