1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სამხრეთ ოსური Telegram-ის არხების თანახმად, სამხედრო მოქმედებებიდან რუსეთის გვარდიის მე-4 სამხედრო ბაზაში მომსახურე სამხედროთა ნაწილი დაბრუნდა.
საქმე ეხება, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს. სამხედროთა დაბრუნების გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.
დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ Telegram-ის არხზე დაწერა, რომ ყველა „შეშფოთებულია იმ სამხედროებთან დაკავშირებული სიტუაციით, რომლებიც სამხედრო მოქმედებების ზონიდან დაბრუნდნენ სახლში“.
„არავის არა აქვს უფლება, გაკიცხოს ეს ბიჭები ან სიმხდალეში დაადანაშაულოს ისინი. უნდა გავერკვეთ იმის მიზეზში, თუ რა მოხდა და დავადგინოთ, რანაირად იქნა ორგანიზებული მათი მონაწილეობა. ამას სერიოზულად მოვკიდებთ ხელს,“ დაწერა მან.
მანამდე კოკოითიმ განაცხადა, რომ სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში გააგზავნეს საომრად, „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეს.
დღეს პოლიტიკოსმა ყველას მიმართა თხოვნით, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან“.
კოკოითი დარწმუნებული, რომ მეომრები, რომლებიც შინ დაბრუნდნენ, „მათი მონაწილეობის სათანადოდ ორგანიზების შემთხვევაში კვლავ შეძლებენ გაემგზავრონ სპეცოპერაციის ზონაში და დაეხმარონ დონბასის გათავისუფლების დასრულებას“.
16 მარტს „ეხო კავკაზა“ იტყობინებოდა, რომ უკრაინაში საომრად გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, რუსეთის ფედერაციის გვარდიის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედროები. 26 მარტს ცნობილი გახდა დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის შესახებ.