აშშ უკრაინის მთავრობას 500 მილიონი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისათვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.

„ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს აშშ, რათა უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში ძირითადი მოთხოვნები შეასრულოს და ის მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინელ სამხედროებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ აშშ უკრაინის მთავრობას 500 მილიონი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.