„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ დაიძრა ავტობუსი ლვოვიდან ქალაქ ვარშავის მიმართულებით, პოლონეთის გავლით საქართველოში 50-მდე მოქალაქე დაბრუნდება.
მათ შორის არიან ისინი, ვინც მარიუპოლიდან გამოიყვანეს. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მგზავრობს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც. მგზავრები იხსენებენ იმ მძიმე ვითარებას, რომლის გამოვლაც მოუწიათ 28 დღის განმავლობაში.