უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს

ოკუპანტი

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი. ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა, იბრძოდა სირიაში.

როგორც ამბობენ, დედამიწა მინისაა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა", - წერს გონჩარენკო.