"უკრაინელმა ჯარისკაცებმა დღეს ბევრი გამარჯვება მოიპოვეს" - უკრაინის სასაზღვრო სამსახურის საგანგებო განცხადება

webp

რუსული საოკუპაციო ძალების კოლონა ხარკოვის რეგიონში შეჩერდა - დამპყრობლებს დანაკარგები აღჭურვილობასა და ცოცხალ ძალებში მიადგათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

"უკრაინელმა ჯარისკაცებმა დღეს ბევრი გამარჯვება მოიპოვეს. მხოლოდ ჩერნიგოვის რეგიონში მათ რუსი სამხედროებისგან ორი დასახლების გათავისუფლება და ათზე მეტი ტექნიკის ხელში ჩაგდება მოახერხეს.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დამპყრობლები ხარკოვის მხარეშიც დამარცხდნენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური იტყობინება.

"ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში მტრის კოლონის მოძრაობა დაფიქსირდა. მტრის ძალების სოფელში შესვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა "ტიგრის" ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს.

საპასუხოდ, რუსებმაც მესაზღვრეების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,"მაგრამ ჩვენმა ძმებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან მტერი აიძულეს, გაქცეულიყვნენ.

ორკები გაიქცნენ: დაზიანებული "ტიგრის" გარდა, მტერს დანაკარგები აქვს თვითმავალ არტილერიაშიც. ორკებისგან განსხვავებით, უკრაინელმა დამცველებმა ბრძოლა დანაკარგის გარეშე დატოვეს", - ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.