1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ხერსონში უკვე შევიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახვედრად ქუჩებში უკრაინული დროშებით გადიან.
ასევე, ვრცელდება ხერსონის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე გადაღებული ფოტო, სადაც აღმართულია უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.
ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ 9 ნოემბერს გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქალაქ ხერსონიდან ძალების გაყვანა 11 ნოემბერს, 05:00 საათისთვის დასრულდა.
ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს.