პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და სავარაუდოდ ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას.
ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, მარკ მილიმ ნიუ-იორკში ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე დაღუპულია 40 ათასამდე მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, თუმცა, მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მიიღო აღნიშნული მონაცემები.
უკრაინული გენშტაბის ცნობით, 9 ნოემბრის მონაცემებით, ომში დაღუპულ რუს სამხედროთა რიცხვი 77 ათასს აჭარბებს.