უკრაინელი მებრძოლი რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს - "სამჯერ იცრუეს, თითქოს ქალაქი დაიკავეს, რუბიჟნზე უკრაინის კონტროლის ქვეშაა"

ukrainelebi

მოხალისე ჯარისკაცი, რომან დონიკი რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის ოკუპანტებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს. როგორც ის იტყობინება, რუსეთმა სამჯერ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათ  ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბიჟნეზე კონტროლი აღადგინეს.

რომან დონიკის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტროლს რუბიჟნეზე ისევ ინარჩუნებენ.

ამ ინფორმაციას NEXTA LIVE Telegram-ზე ავრცელებს. 

"ოკუპანტებმა სამჯერ გაავრცელეს შეტყობინება ქალაქის "გათავისუფლების" შესახებ. მათ სამჯერ იცრუეს, თითქოს ქალაქი დაიკავეს.

რუბიჟნზე უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ეს მე-4 ოპერატიული ბრიგადის დანაყოფის ჩონჩხია, რომელიც  საიდუმლოს არ წარმოადგენს, არსებობს ამ ბრიგადის ოფიციალური ცნობაც“, - განაცხადა დონიკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის დანაკარგმა რუბიჟნესთან მინიმუმ, მთელ ბატალიონს შეადგენს.