პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკელებს, რომლებიც უკრაინაში გამგზავრებაზე ფიქრობენ, მკაფიოდ მოვუწოდეთ, რომ ეს არ გაეკეთებინათ, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში მოხალისეებად წასვლის მსურველ ამერიკელებთან დაკავშირებით კითხვას.
„ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდეთ ამერიკელებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებოდნენ, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა, ხოლო მათ, ვისაც იქ გამგზავრება სურდა, ეს არ გაეკეთებინათ. მათთვის, ვისაც უკრაინის და მისი ხალხის დახმარება სურს, არსებობს დახმარების ბევრი გზა, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, უკრაინის უფლებებს იცავენ და რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ. ეს არის ყველაზე ეფექტური გზები, რომლითაც ადამიანებს, ვისაც დახმარება სურთ, შეუძლიათ ამის გაკეთება“, - განაცხადა ბლინკენმა.