უკრაინელებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინა

"დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

„შეტევითი ოპერაციების დროს თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას ბახმუტის მიმართულებით, მიუხედავად მტრის ინტენსიური ცეცხლისა. თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ ტაქტიკურ პოზიციას“, - განაცხადა გრომოვმა.