უკრაინელებმა 12 „კამიკაძე“ დრონი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

"Shahed-136/131" ტიპის დრონები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე თავდასხმა "Shahed-136/131" ტიპის დრონებითა და მართვადი ბომბებით განახორციელეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა "Shahed-136/131" ტიპის 13 დრონი, ე.წ. „კამიკაძე“ დრონები, ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Granat-4 და ორი მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს. უკრაინელმა დამცველებმა 12 ერთეული "Shahed-136/131" და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„განადგურდა 13 საჰაერო სამიზნე: 12 ერთეული "Shahed-136/131" და ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Granat-4, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.

მათი ინფორმაციით, ირანული დრონებით თავდასხმა ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა, Су-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები კი როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომიდან აფრინდნენ ხერსონის ოლქს ორი მართვადი ავიაბომბით დაესხნენ თავს.

წუხელ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქშიც.