7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
უკრაინელებმა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტი ჩერნიგოვში დააკავეს, მეორე პილოტი გარდაიცვალა.
ჩერნიგოვოში ჩამოგდებული თვითმფრინავის პოლოტი კრასნოიარცევი წარსულში სირიაში ასადთან, შოიგუსთან და პუტინთან ერთად პოზირებდა.
ფაქტის ამსახველ ფოტოს „ტელეგრამზე“ უკრაინული არხები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩერნიგოვის რაიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დამპყრობლების კიდევ ერთი თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება.
როგორც ადრე უკრაინული მედია იუწყებოდა, 4 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამი რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი.