„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელი სტუდენტები რუსეთში ელექტრონული ფოსტით მასობრივად გაგზავნიან რუსეთის სამხედრო ძალების მიტოვებული ტექნიკის, ასევე დაღუპული ჯარისკაცების გვამების და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების ფოტოებს.
,,დღეიდან ასიათასობით უკრაინელი სტუდენტი იწყებს რუსეთის ფედერაციაში რუსი ჯარისკაცების გვამების, ოკუპანტების მიყრილი ტექნიკის, ტყვედ ჩაბარებულთა ფოტოების და ვიდეოების ელექტრონული ფოსტით დაგზავნას.
ყველა ვიდეოს ან ფოტოს მიუერთდება პროექტ "დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან" ბმული. ელექტრონული ფოსტის მისამართები თავად მოიძიეთ ინტერნეტის რუსულ სეგმენტში.
პირველ რიგში ასე დავეხმარებით ომის შეჩერებას და შეიძლება პუტინის ჩამოგდებასაც კი, ან მას მოუწევს ინტერნეტის გათიშვა რუსეთში.
მადლობა განათლების მინისტრ სერგეი შკარლეტს და უმაღლესი სასწავლებლების რექტორების ამ სამუშაოს ორგანიზებისთვის.
გახსოვდეთ, ინფორმაცია ინტერნეტში ჩვენს ხელში ოკუპანტებთან ბრძოლის კიდევ ერთი იარაღია. წინ ჩვენი გამარჯვებისკენ“, - წერს გერაშენკო.