ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ნოვაიაგაზეტას ცნობით, ჩეჩნეთმა რამდენიმე ჩეჩნური ერთეული კიევში გააგზავნა. როგორც მედია წერს, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მათი ამოცანაა ზელენსკიმ პუტინს ბოდიში მოუხადოს.
,,მედუზა“ წერს, რომ რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც შეიარაღებული პირი ამაგრებს ჩეჩნეთის დროშას რომელიღაც ობიექტზე. იქვე ფრიალებს რუსული დროშა და ძირს აგდია უკრაინის.
BBC-ის ცნობით, გავრცელებულ ვიდეოში ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩნურმა ძალებმა ამ დრომდე უკრაინის სამხედრო ობიექტი წარმატებით, დანაკარგის გარეშე აიღეს და აღნიშნა, რომ უკრაინული წყაროებიდან მსხვერპლზე ინფორმაცია მცდარია.
შეჭრის გასამართლებლად ის ამტკიცებს, რომ უკრაინის თავდასხმაზე პუტინის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის მტრებს, რომ ეს ქვეყანა რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ.
პრეზიდენტმა პუტინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მის ბრძანებებს ნებისმიერ შემთხვევაში შევასრულებთ“ - ამბობს კადიროვი.