1738134236
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
„გურია თუდეი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის შესახებ წერს.
„ლანჩხუთური ფესვების მქონე გიორგი გორელიშვილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ქალაქ ოდესაში ცხოვრობდა და უკრაინაში რუსების შეჭრის პირველი დღიდანვე იცავდა თავის მეორე სამშობლოს.
გიორგი ხშირად სტუმრობდა ლანჩხუთს, სოფელ მაჩხვარეთში ჰყავს ნათესავები. მისი მამა ნუგზარ გორელიშვილი აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა“,- წერია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
👉 „ეს ერთი შვილი ჰყავდათ მშობლებს“ - რას ამბობენ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ახლობლები
👉 ჰარი და მეგანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ - „კატასტროფული დევნის სამიზნე გახდნენ“