უკრაინაში ჯო ბაიდენის ვიზიტი იქნებოდა ძლიერი სიგნალი, რომ აშშ-ს არ ეშინია რუსეთის - ზელენსკი ​

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი იქნებოდა ძლიერი სიგნალი, რომ აშშ-ს რეალურად სჯერა გამარჯვების და არ ეშინია რუსეთის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ სურს, დაუთმოს თავისი მიწა რუსეთს და მტკიცედ დგას, რომ უკრაინის ტერიტორიის დათმობა არ იქნება რაიმე სახის დიპლომატიური მოლაპარაკების ნაწილი ომის დასასრულებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები მოფრინავენ, ლიდერები ჩამოდიან. პუტინის არ ეშინიათ, რადგან ეს არის ერთი სახელმწიფოს ლიდერი, მსოფლიო კი გაცილებით დიდია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას დიდ დახმარებას უწევს, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საჭირო არ არის.

„აშშ-ს აქვს გარკვეული გავლენა ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე. ეს ასევე დახმარებაა. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს სურდა, დაბალანსებული ყოფილიყო და ყოფილიყო „წვიმის წვეთებს შორის“, მაგრამ აშშ-ის დახმარების წყალობით, მათ დაიწყეს ჩვენი მხარდაჭერა“, – თქვა ზელენსკიმ.