VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში შეტევას განაგრძობენ, რუსეთი კი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება.
რუსეთი სევერსკის მიმართულებით, მოწინავე პოზიციებიდან დაახლოებით რვა კილომეტრში, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს. როგორც ჩანს, რუსეთის ძალებმა შეტევა შეაჩერეს დონეცკის ოლქში ახალი თავდასხმების დაწყებამდე მარაგების შესავსებად.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის ძალების უშუალო ტაქტიკური სამიზნე იყოს სევერსკი, ვინაიდან რუსეთი ცდილობს, წინ წაიწიოს ყველა სავარაუდო შუალედურ მიზანთან – სლავიანსკისა და კარამატორსკის დასახლებულ რაიონთან.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 8 July 2022
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) July 8, 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/YEHaB5kPAg
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/u2asPHxXhf