პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აგრესორები უკრაინაში ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
„აგრესორის მედიიდან ცნობილი გახდა დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსკოვის მახლობლად მდებარე აპრელივკაში 27 ობოლი ბავშვის უკანონო გაყვანის ფაქტების შესახებ. ისინი ათამდე ადგილობრივი ოჯახში დროებითი მოვლისთვის გადაიყვანეს“, - განაცხადა დენისოვამ.
ოკუპანტები არღვევენ სახელმწიფოს ვალდებულებას, შეიარაღებულ კონფლიქტში დაიცვას ბავშვების უფლებები, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლითაა გათვალისწინებული და ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლით, რაც ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვას უკავშირდება და კრძალავს იძულებით გადასახლებას ან დეპორტაციას“, - დასძინა უკრაინის ომბუდსმენმა.
დენისოვამ გაეროს კომისიას მიმართა, გამოიძიოს რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები.