პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინული გამოცემის "უკრაინინფოს" ცნობით, ქვეყანაში ბავშვის გაშვილების პროცედურა გამარტივდა. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ამ ეტაპზე 17 000 მოზარდს მიენიჭა.
უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის ახალი "გამარტივებული პროცედურა" უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში დაინერგა. ამაზე სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, კოსტიანტინ კოშელენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში 17 000 ბავშვი ელოდება გაშვილებას.
"თუმცა, პოტენციური მშვილებელი რამდენჯერმე ნაკლებია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შვილად აყვანის პროცედურა ძალიან რთულია.
ჩვენ ვცვლით პროცედურას სწრაფი ციფრული პროცესის განსახორციელებლად. პირველ კონსულტაციაზე მოთხოვნის წარდგენას მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება." - ამბობს კოშელენკო.
შვილად აყვანის პირველადი მოთხოვნის დაფიქსირება დღეიდან, 1-ლი ივნისიდან შესაძლებელია პორტალ Дія-ზე, შვილად აყვანის განაცხადების დისტანციურად რეგისტრაცია კი ხელმისაწვდომი იქნება აგვისტოს თვიდან.
სოციალური პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის გამო ბავშვთა სახლებიდან დაახლოებით 6 506 ბავშვი იძულებით გადაადგილებულია, მათ შორის 4 228 საზღვარგარეთ გადაიყვანეს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა და 446 დაშავდა.
ასევე UNICEF-მა განაცხადა, რომ 3 მილიონ უკრაინელ ბავშვს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც 2.2 მილიონზე მეტს ლტოლვილთა მასპინძელ ქვეყნებში.