მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შესაბამისი თხოვნით მან გერმანიის თავდაცვის მინისტრს უკვე მიმართა და მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
ვიცე-ადმირალის გადადგომას წინ მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები ანექსირებულ ყირიმსა და საქართველოზე უძღოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "პატივისცემას იმსახურებს" ხოლო კიევი ყირიმს მოსკოვიდან ვერასდროს დაიბრუნებს.
გარდა ამისა მან ასევე განაცხადა, რომ "უკრაინა ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოს ალიანსში მიღება კი ჭკვიანური არაა".
"დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო არმიის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში გაწევრიანებისათვის ისწრაფვის. აკმაყოფილებს თუ არა ალიანსის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“, – განაცხადა გერმანელმა ვიცე-ადმირალმა რამდენიმე საათის წინ.
თუმცა, მისივე აზრით, შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების სრული უფლება აქვთ, თუ ამას მოინდომებენ და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის.
გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ამ განცხადებებმა სერიოზული სკანდალი გამოიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ხელისუფლებისაგან განმარტებები მოითხოვა. გერმანული „შპიგელის“ ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ შენბახის სიტყვების გამო.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ კი მოგვიანებით გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომ შენბახის მოსაზრებები არ ემთხვევა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.