უკრაინას მრავალჯერადი გაშვების 60 სარაკეტო სისტემა სჭირდება, რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა - ალექსეი არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

„უკრაინას მრავალჯერადი გაშვების 60 სარაკეტო სისტემა სჭირდება - ბევრად მეტი, ვიდრე გაერთანებული სამეფო და შეერთებული შტატები ჰპირდება“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები ომში „თამაშის წესების შემცვლელი იარაღია“, თუმცა ის რაოდენობა, რასაც უკრაინას ჰპირდებიან, საკმარისი არ არის.

„რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა. ჩვენი ჯარისკაცები კვლავ დაიხოცებიან და ტერიტორიების დაკარგვას გავაგრძელებთ. თუ ჩვენ მივიღებთ ამ 60 ერთეულ ამ სისტემას, ​​მაშინ რუსები დაკარგავენ წინ წასვლის უნარს, გახევდებიან. თუ 40-ს მივიღებთ, ისინი წინ წაიწევენ, თუმცა ძალიან ნელა და დიდი მსხვერპლით; 20-ით ისინი უფრო დიდი მსხვერპლით გააგრძელებენ წინსვლას, ვიდრე ახლა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.