რუსული ,,სპეცოპერაცია“ ჩვენ უკვე დავამარცხეთ, ომში გამარჯვება ჯერ წინ არის - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ომში გამარჯვებას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება. ოლექსეი არესტოვიჩის განმარტებით, ომის მიმდინარეობის განმავლობაში შეიცვალა ტემპი, მიმდინარე მოვლენების ლოგიკა, ხერხები, ბრძოლის მეთოდები, უკრაინამ დაამარცხა რუსული სპეცოპერაცია, თუმცა წინ არის ომში გამარჯვება. მისი თქმით, გამარჯვება საჭიროა სამხედრო, დიპლომატიურ, საინფორმაციო და ეკონომიკურ ფრონტებზე.

"მინდა, გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რუსული "სპეცოპერაცია" ჩვენ უკვე დავამარცხეთ, ომში გამარჯვება კი ჯერ წინ არის. ის ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ რამდენიმე თვე. საქმე აღარ ეხება, ვინ უფრო მეტ თვითმფრინავს ჩამოაგდებს ან ვინ გაანადგურებს საჰაერო დესანტს. საქმე ეხება, ვინ გაიმარჯვებს დიპლომატიურ მოედნებზე, სასანქციო მოედნებზე, ვინ გაიმარჯვებს საინფორმაციო დაპირისპირებაში და ა.შ. რუსული შესაძლებლობები ჯერ კიდევ აღემატება ჩვენსას ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ", - ამბობს არესტოვიჩი.