უბედური შემთხვევა მარნეულში - საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი დაიღუპა
1746799823
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო.
მისი თქმით, ახლა პარტნიორებთან წარმოების გაფართოებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა," - თქვა ზელენსკიმ.ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.