პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინამ თურქეთს მიმართა თხოვნით, დააკავოს რუსეთის დროშით მცურავი გემი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, დატვირთულია უკრაინული მარცვლეულით. კიევი ამბობს, რომ გემი გავიდა რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებული უკრაინის ბერდიანსკის პორტიდან.
ანკარაში უკრაინის ელჩმა 1 ივლისს თქვა, რომ გემმა თურქეთის ყარასუს პორტს მიაღწია აზოვის ზღვაში ბერდიანსკიდან გასვლის შემდეგ. ელჩი, ვასილ ბოდნარი ტვიტერით ავრცელებს უკრაინის გენერალური პროკურორის ინსტრუქციებს - "თურქეთის მხარეს ვთხოვეთ შესაბამისი ზომების გატარება", წერს ის.
ელჩის მიერ ტვიტერით გავრცელებულ მესიჯებში დაკონკრეტებული არ არის გემის ტვირთის სახეობა, მაგრამ ევგენი ბალიტსკი, ზაპოროჟიეს რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 30 ივნისს ტელეგრამით წერდა, რომ ბერდიანსკიდან გავიდა 7000 ტონა მარცვლეულით დატვირთული სავაჭრო გემი. ის წერდა, რომ გემი მიემართებოდა "მეგობრული ქვეყნებისკენ", თუმცა არც სახელმწიფოებს აკონკრეტებდა და არც მარცვლეულის წარმომავლობას.