უკრაინა რუსეთის მხრიდან განახლებული სახმელეთო შეტევისთვის ემზადება

iaponelebi ukrainashi

უკრაინის არმია აცხადებს, რომ ემზადება რუსეთის სახმელეთო ძალების განახლებული შეტევისთვის. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს თქვა, რომ რუსეთის ძალებმა ბოლო ორ დღეში განახორციელეს 34 საჰაერო შეტევა და პატარა ქალაქ ჩასივ იარში ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმას ემსხვერპლა 33 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე ერთი ბავშვი.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ძალები საჰაერო დარტყმებს იყენებენ მოსამზადებელ ფაზად სახმელეთო შეტევის ინტენსიფიკაციისთვის აღმოსავლეთში. უკრაინის წარმომადგენლები რეგიონში სამოქალაქო სამიზნეებზე დარტყმებს "ომის დანაშაულებს" უწოდებენ და დასავლეთს მოუწოდებენ, გააძლიეროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც შეტევისთვის წინააღმდეგობის გასაწევად არის საჭირო.

მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო სამიზნეებზე დარტყმებს, მიუხედავად ვიდეომტკიცებულებებისა და უკრაინის ბევრი ქალაქის თითქმის ტოტალური ნგრევისა.