პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს უკრაინაში ომის 139-ე დღეა. რუსეთი კი, უკრაინის ტერიტორიაზე დაბომბვებს აგრძელებს. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა.
მსხვერპლი გაიზარდა დონეცკის რეგიონში, ამ დროისთვის ქალაქ ჩასივ-იარის 5-სართულიანი შენობის ნანგრევებში 33 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორისაა 9 წლის ბავშვიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა 9 ივლისს მოხვდა. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 9 ადამიანი...
დონბასი რუსეთის არმიის მთავარ სამიზნედ რჩება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლს არ წყვეტენ.
სისტემატურად იბომბება ლუგანსკის ოლქის ქალაქები: სლავიანსკი, სევერსკი, არტეკოვსკი და სოლედადი, ოკუპანტების სამიზნეა დონეცკის ოლქიც, სადაც მოსახლეობის 80%-მდე უკვე გახიზნულია.
***
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ყალიბდება მილიონი სამხედროსგან შემდგარი რამდენიმე არმია, რომელთა დავალებაც მთელი სამხრეთ უკრაინის გათავისუფლება იქნება.
მსგავსი განცხადება, ძირითადად, რუსების დაშინებასა და საკუთარ ქვეყანაში კონტრშეტევის წინ რეალური იმედისა და პოზიტიური მოლოდინების გაჩენას ემსახურება. ფსიქოლოგიური ფაქტორი ომში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა, გარდა ამისა, მილიონი სამხედროს გამოყვანა უკრაინას სრულიად საფუძვლიანად შეუძლია.
***
უკრაინელებმა ნოვა კახოვკაში, ხერსონსა და ზაპორიჟიას რაიონში, ტოკმაკთან ახლოს საარტილერიო დარტყმა მიაყენეს და არამხოლოდ რუსების ამუნიციის საწყობებს, არამედ თავდაცვით პოზიციებსაც.
***
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა.
„დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახლახო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
უკრაინამ დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ უკრაინელებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ რუსეთის მოქალაქეობა.
"ხსენებული ბრძანება კიდევ ერთი ხელყოფაა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს" - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 11 ივლისის განცხადებაში.
***
აშშ-ის პრეზიდენტმა სენატს წერილით მიმართა, რომ დაიწყონ რატიფიცირება 1949 წლის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების პროტოკოლზე, რადგან მოხდეს ოქმების შედგენა ფინეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს ნატოში შეერთების თაობაზე.
როგორც ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ოქმებს ხელი მოეწერა ბრიუსელში, 2022 წლის 5 ივლისს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სხვა მხარეების სახელით.
ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პროტოკოლების სრული რატიფიცირება საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მხარეები და წევრები.
"მე ვთხოვ სენატს, გააგრძელოს მუშაობა ჩემს ადმინისტრაციასთან ძლიერი და თავისუფალი ევროპის წინსვლისთვის" - აღნიშნა ბაიდენმა.
მან ასევე ყველა მოკავშირეს მოუწოდა, რომ რატიფიკაციის პროცესი დაჩქარებულად გაიარონ.
***
აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს რუსეთს გადასცეს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში, 11 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა ემზადება რუსეთისთვის საფრენი აპარატების დაჩქარებული წესით გადასაცემად და მათი გამოყენების მიზნით რუსი სამხედროების გასაწვრთნელად. სალივანის შეფასებით, ეს ცნობები ადასტურებს, რომ უკრაინაში დანაკარგების შედეგად, რუსეთს შეიარაღებით უზრუნველყოფის პრობლემები აქვს.
სააგენტო AP ხაზს უსვამს, რომ თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ისრაელსა და საუდის არაბეთში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე. სააგენტოს თანახმად, აშშ-ის განცხადება, რომ ისრაელის და საუდის არაბეთის მთავარი რეგიონული მეტოქე ირანი რუსეთს შეიარაღებით ეხმარება, იმას უკავშირდება, რომ ეს ორი ქვეყანა შიდა ინტერესების გამო არ უერთდება უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის დასჯის გლობალურ ძალისხმევას.