სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1710016135
ჩემი პირადი აზრით, ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ თვლის, რომ უკრაინას ნატო-ში ომის მიმდინარეობისას მიიღებენ.
„ეს ზოგისთვის დიდი რისკია, ზოგი კი, უბრალოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. ნატო-ს წევრობის საკითხი, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უმრავლესობის გადასაწყვეტია. უკრაინის ალიანსში პოლიტიკურად მიღებისთვის საჭიროა გამარჯვება. საქმე როდესაც მივა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე, არავინ დააყენებს ნატო-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინა მანამდე არ იყო ალიანსის წევრი.
გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებს, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი.