1737312489
უკრაინა დანაშაულის ადგილია - ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი
უკრაინა დანაშაულის ადგილია - ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა.
კარიმ ხანი კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა.
„უკრაინა დანაშაულის ადგილია. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ აქ ჩაიდინეს დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არის. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა სიმართლეს მივაკვლიოთ. ეს კი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს. ჩვენ უნდა მივყვეთ მტკიცებულებებს," - განაცხადა არიმ ხანიმ.