1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალმა მაგდა ვასაძემ უკრაინაში ტრაგიკულად გარდაცვლილ ყოფილ მეუღლეზე ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
მომღერლის თქმით, მისი შვილის მამას ასლან ბოლქვაძეს, ქუჩაში ზურგიდან ესროლეს და არტერია დაუზიანდა.
„ჩემი შვილის მამა 10 წელია რაც უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რაც ომი დაიწყო, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი და ვკითხულობდი მის ამბებს. ვიცოდი, რომ დღისით სახლში იყვნენ, ღამით კი ბუნკერში ჩადიოდნენ.
ბოლოს შუადღეს ვესაუბრე... მერე მისმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ საშინლად არის დაჭრილი და ვილოცოთ, რომ გადარჩესო.
ასლანს ქუჩაში უკნიდან ესროლეს, არტერია დაუზიანეს და სისხლისგან დაიცალა.
არ ვიცი ვის უნდა მივმართოთ, ფიზიკურად ცხედარი საქართველოში ვერ ჩამოგვისვენებია.“- ამბობს მაგდა ვასაძე.