თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევენ.
მისი თქმით, რუსული ძალები შეტევას განახორციელებენ არა მხოლოდ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც.
"შეტევა იქნება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებზეც. ლუგანსკი და დონეცკი - პირველ რიგში, ჩვენ სრულად გავათავისუფლებთ. შემდეგ კი ავიღებთ კიევსა და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ, უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ", - აღნიშნა კადიროვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.