პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემს, რუსეთს ამაზე რეაქცია ექნება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მისი თქმით, დასავლეთმა გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა.
„ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უკრაინისთვის არამხოლოდ ტანკების მიწოდება, არამედ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაც გამოაცხადა. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა, უკვე არა სიტყვიერად, არამედ საქმით. ამასთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ საპასუხოდ რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე ბირთვული კომპონენტის შემცველი იარაღის გამოყენებას იწყებს“, - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.