პუტინი

მსოფლიო • 1792700742

სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების საკითხის განხილვა, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს. საუბარია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება.„ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. კერძოდ, საუბარია ასეთი შეთანხმებების საბოლოო ვერსიებზე. მზად ვართ, ეს კონტაქტები ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უიტკოფმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა განიხილონ. რუსეთის პრეზიდენტი ამ მიდგომას დაეთანხმა.„აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, რომ მომავალში უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს თუ განვიხილავთ, ბუნებრივია, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად, ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, ჩვენ ამას ვეთანხმებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, პუტინის თქმით, უკრაინისთვის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა.„უპირველესად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: ეს მათი ტერიტორია არ არის. ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, უადგილოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე. თუმცა ეს სადავო საკითხია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება.„ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის ომისთვის არ ვემზადებით“, – აღნიშნა პუტინმა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1792654573

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ POLITICO წერს.საკითხი მიმდინარე კვირას მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში სამმხრივი შეხვედრის შესათავაზებლად გაემგზავრა.ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტად არ აღიქვამს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან, კაია კალასთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთან საუბარზე უარს ამბობს. პაველის აზრით, ევროპამ უნდა დაასახელოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დანარჩენები მოლაპარაკების მანდატს მისცემენ.„პოლიტიკო“ წერს, რომ დიპლომატები ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა იყოს ევროპის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ვერსია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბია. მას ტრამპთან ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხოლო ფინეთს რუსეთთან დიდი გამოცდილება აქვს. სტუბი ოსლოში ზელენსკისა და უიტკოფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.„არჩევანი იმის თაობაზე, ვინ წარმოადგენს საბოლოოდ ევროკავშირს, დაფუძნებული იქნება იმაზე, რა მოიტანს ყველაზე დიდ სარგებელს, და არა პირადი ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ან ნარცისულ მიკერძოებებზე“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.ევროპელი დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პუტინთან დალაპარაკებას უნდა შეეცადოს. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენი და კალასი უკრაინის მხარესთან ზედმეტად დაკავშირებულად აღიქმებიან, კოშტა კი უფრო მიუკერძოებელ შუამავლად გამოიყურება.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792614386

დონალდ ტრამპი: რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა, შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან მხარეები, შესაძლოა, ახლა ყველაზე ახლოს არიან.„რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა. შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ტრმპმა აღნიშნა, გაბარდის გათავისუფლებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა და აშშ-ს ამისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია.

ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792609899

სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს,რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება.„სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, რათა ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესი განგვემტკიცებინა, სამშვიდობო ჩარჩო განგვეხილა და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობა გადაგვეხადა ამერიკის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.ეს განხილვები კონსტრუქციული იყო და სამმხრივი მოლაპარაკებებით გაგრძელდება აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე“, - წერს უიტკოფი სოციალურ ქსელში.

ნნნ

მსოფლიო • 1792609786

სტივ უიტკოფი პუტინს: ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ

 თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ, - ასე მიმართააშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრისას.„გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - დასძინა სტივ უიტკოფმა.სტივ უიტკოფის განცხადებას რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო • 1792607225

ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა უიტკოფის შეფასებას, ვენსმა დადებითი პასუხი გასცა.„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასების არსს, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ვენსმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.ამასთან, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“, რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

 ტრამპი

მსოფლიო • 1792606904

THE ATLANTIC: ᲢᲠᲐᲛᲞᲡ ᲡᲣᲠᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲣᲢᲘᲜᲛᲐ ᲓᲐ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲛ ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲝ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲐᲘᲐᲛᲘᲨᲘ, „ᲓᲘᲓᲘ ᲝᲪᲔᲣᲚᲘᲡ“ ᲡᲐᲛᲘᲢᲖᲔ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲝᲜ

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792606131

რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“

რესპუბლიკელმა სენატორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა სოციალურ ქსელში სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინოს.„ეს რა ჯანდაბაა, სტივ? ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება. ეს რა სამარცხვინო და აღმაშფოთებელი განცხადებაა. უკრაინაში უნდა დაბრუნდე და ჰკითხო იმ ბავშვების ნათესავებს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა, ეთანხმებიან თუ არა ისინი იმას, რომ შენი მეგობარი პუტინი „ჰუმანისტია“, – დაწერა ტომ ტილისმა.უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა. პუტინი დაუნდობელი მკვლელია“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1792592760

პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

კაია კალასი

პოლიტიკა • 1792560339

კაია კალასის განცხადებით, აშშ უკრაინას პუტინის პირობებით დანებებისკენ უბიძგებს

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც Euronews-ი წერს, კალასი ვაშინგტონს კიევზე ზეწოლაში ადანაშაულებს - მისი შეფასებით, შტატებს სურს, უკრაინა დათანხმდეს პირობებს, რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვისაა ხელსაყრელი."ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია ცდილობენ, უკრაინას იძულებით კაპიტულაციისკენ უბიძგონ - უფრო ზუსტად, ეს წელიწად-ნახევარია გრძელდება. უკრაინა პუტინის პირობებს იმიტომ არ დათანხმდა, რომ ევროპა მას მხარს უჭერს", - განუცხადა მან ევროპარლამენტის წევრებს.კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელია, რათა დაბალანსდეს თეთრი სახლის მიერ დაკავებული პოზიციები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ.აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეამსუბუქა ისე, რომ, სანაცვლოდ, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წასულა.ტრამპმა უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება აკრძალულია. მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა მას უღალატა."ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე დაეთანხმებინათ", - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg-ს ბოლო ინტერვიუში.კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ევროპას სამშვიდობო სტრატეგია არ გააჩნია."ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კალასმა. ამ სიტყვებით მან მიუთითა დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს წარუდგინა. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ევროპა მოსკოვისგან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უნდა ელოდოს."თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და წინადადებებს აყენებს, ჩვენც მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები უნდა დავდოთ, რათა მოლაპარაკებებში ბალანსი შევინარჩუნოთ. ამასთანავე, რუსეთს მკაფიო გზავნილი უნდა მივაწოდოთ: ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აინტერესებს - მათ შორის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით - ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, რადგან ეს გადაწყვეტილებები ევროპამ უნდა მიიღოს. ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე უბრალოდ დავთმოთ, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის დამყარება, არამედ ისიც, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი და სამართლიანი იყოს", - განაცხადა კალასმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1792502460

ზელენსკი: აშშ იარაღსა და დაზვერვაზე რეალურ შეზღუდვებს აწესებს, ისინი გვთხოვენ, შევჩერდეთ, ეს უსამართლობაა

აშშ იარაღსა და დაზვერვაზე რეალურ შეზღუდვებს აწესებს. ისინი გვთხოვენ, შევჩერდეთ, ეს უსამართლობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.ზელენსკის თქმით, მან პრეზიდენტ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვა სჭირდება, რისთვისაც კიევისთვის გამანადგურებელბის დროულად მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ შტატებმა უკრაინას გამანადგურებლები არ გადასცა, დახმარების ნაცვლად კიევს დაზვერვის მონაცემებზე შეზღუდვა დაუწესა და Starlink-ის სიჩქარე შეუმცირა.„მე მას როგორც პარტნიორს მივმართე: რუსები თუ დაგვესხმებიან თავს და ჩვენ ვერ შევძლებთ პასუხის გაცემას, ეს უსამართლობაა. მე ვუთხარი: პუტინის შეჩერება თუ არ შეგიძლიათ, ყოველ შემთხვევაში, მოგვეცით გამანადგურებლები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ მაინც განვიცდით დანაკარგებს, მაგრამ ეს პარტნიორის საქციელი იქნებოდა. ამის ნაცვლად, მათ რაკეტები არ მოგვცეს: მათ უბრალოდ გვთხოვეს გაჩერება. შემდეგ დააწესეს დაზვერვის შეზღუდვები და Starlink-ის სიჩქარის შემცირება. ეს აღარ არის მარტივი საფრთხეები. ეს ჩვენ მიმართ უსამართლობაა. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის და ტრამპის გუნდის მიმართ, რომლებსაც ომის დასრულება სურთ. ჩვენ ვხვდებით და ვსაუბრობთ, მაგრამ პარტნიორებს შორის გულწრფელობა უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, კიევისთვის აშშ-უკრაინის ურთიერთობები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამერიკელი ხალხი უკრაინელებს ყოველთვის უჭერდნენ მხარს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპული პროგრამებით მიღებული დაფინანსებით აშშ-სთან შეიარაღებას ყიდულობს.„შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ოკუპაციის დაწყებიდან და განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი ომის დროს. ამერიკელმა ხალხმა, ადმინისტრაციებმა და ორივე პარტიამ მხარი დაგვიჭირა: ამისთვის მადლიერი ვარ. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა პატიოსნებაზე, სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. არ მინდა ამერიკის პრეზიდენტისგან არაფრის დამალვა. შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები და ინტერესები გვქონდეს, მაგრამ ჩვენს ხალხებს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ამერიკასა და რუსეთს. თანამშრომლობა არსებობს: ჩვენ ამერიკულ იარაღს ევროპის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ვიღებთ. დღეს ჩვენ ვიხდით ამ იარაღის საფასურს. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ღია, პატიოსანი და პრაგმატული ურთიერთობები“, – განაცხადა მან.რაც შეეხება დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობის შენარჩუნების მცდელობა არავის აქვს და ომის პირობებში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.„არავინ ცდილობს თავისი ადგილის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. სამხედროები ფრონტზე დგანან; დანარჩენებმა უნდა იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ, თუ არ გვინდა დანებება და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ამერიკელებს, რომლებიც პრეზიდენტის შეცვლას მოითხოვენ, მე ვეუბნები: მიეცით უკრაინელებს საშუალება, თავად მოაგვარონ საკუთარი არჩევნები და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა მან.რაც შეეხება ცნობებს დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი თანდათან გამოდის საერთაშორისო იზოლაციიდან, რაც სამწუხაროა.„საკითხი მხოლოდ ის არ არის, შეხვდებიან თუ არა ისინი ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე. სამწუხაროდ, პუტინის თანდათანობითი გამოსვლა იზოლაციიდან უკვე დაწყებულია. ეს პირველი ნაბიჯი არ იქნება. თუმცა, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ იქნება, ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან კონსულტაციები გამართონ. დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ: არ ვიცი, რას განიხილავენ ისინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

✕