გაფრთხილება! 12 300-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - მისამართები
1736444566
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებზე იმის თაობაზე, რომ უკრაინას არასდროს ხედავდნენ NATO-ში და რომ მას ესმის რუსების გრძნობები ამ საკითხთან დაკავშირებით.
"მუდმივად ვაყენებ უსაფრთხოების გარანტიების საკითხს. გულწრფელად გეტყვით, სამწუხაროდ, ევროპის ყველა ქვეყნის მიმართ და შეერთებული შტატების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მთელი იმ დახმარების მოცულობის პატივისცემის მიუხედავად, რომელიც ომის დაწყების დღიდან მოგვაწოდეს, NATO-ში არ იყო საერთო მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველა მოკავშირეს შორის. ეს იყო აშშ, ეს იყო გერმანია, ეს იყო უნგრეთი და ესენი იყვნენ სლოვაკები. და ეს ფაქტია. და თუ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მაშინ გულწრფელად ვთქვათ – ისინი იქ არ გვხედავენ. მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ომში ვართ. პუტინს ესმოდა, რომ უკრაინას არავინ დაუჭერდა მხარს, მას შეეძლო ჩვენი განადგურება, მაგრამ უკრაინელი ხალხის ძლიერმა არმიამ და ჩვენმა ხალხმა გააოცა მთელი მსოფლიო", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.