თუ დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, მე არ მეშინია ამის - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ შორის დონალდ ტრამპთან.

„თუ დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, მაშინ ჩვენ ვიმუშავებთ მასთან. მე არ მეშინია ამის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიული“ პარტიის უმეტესობა უკრაინას უჭერს მხარს, „რესპუბლიკელებს“ შორის განსხვავებული პოზიციებია, რომელთაგან ზოგიერთი „უფრო მემარჯვენე და რადიკალურია“.

თუმცა, ზელენსკიმ დასძინა, რომ ის მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“.

ზელენსკის თქმით, ის შეშფოთებულია, რომ ვაშინგტონში პოლიტიკურმა მღელვარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის დახმარებაზე.