მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ. დავით მენაბდიშვილისა და ნიკოლოზ შანავას ცხედრები გუშინ ლვოვიდან პოლონეთში გადაასვენეს.
მანამდე კი დაღუპულ ქართველ მეომრებს პატივი კიევში, ვოლოდიმირის ტაძარში მიაგეს და პარაკლისი გადაუხადეს.
"გზაში არის მანქანა, რომელმაც წამოასვენა ვარშავის მიმართულებით. სავარაუდოდ, ხვალ, გამთენიისას უნდა ჩამოასვენონ", – ამბობს ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.
მისი თქმით, იზუმში დაძაბული სიტუაციაა, სადაც რუსებს შედარებით უკეთესი პოზიცია აქვს.
შეგახსენებთ, დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან დაიღუპნენ.