პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის მრეწველობის ბიურომ საკმაოდ გრძელი სია გამოაქვეყნა რომლის მიხედვითაც, ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსიაში აიკრძალა.
ნუსხა აკრძალული ნივთების და სავაჭრო საქონლის დაახლოებით, 570 ერთეულს მოიცავს, მათ შორის მრავლადაა ის ჩამონათვალი, რომელზეც რუსი ბლოგერები ხშირად ვიდეო მიმართვებში ტირიან:
📌 ალკოჰოლი (შამპანური, ვისკი, ბურბონი, ტეკილა, რომი);
📌 თამბაქოს ნაწარმი (სიგარა და თამბაქო);
📌 კოსმეტიკა და პარფიუმერია;
📌 ჩემოდნები და ქალის ჩანთები;
📌 ნატურალური ბეწვის ნაწარმი, აბრეშუმი, ხალიჩები;
📌 1 000$-ზე მეტი ღირებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
📌 ძვირფასი ქვები და სამკაულები;
📌 საზღვაო ძრავები, თოვლმავლები, მოტოციკლები, ზოგიერთი მანქანა, ელექტრომობილები;
📌 სხვადასხვა ხელოვნების საგნები, საკონცერტო როიალი, მაჯის საათები, საკოლექციო ნივთები.