პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსი ჟურნალისტი, ილია ვარლამოვი ფინანსურ დახმარებას ითხოვს - მან თანხის შეგროვება ხალხს სთხოვა, რადგან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ის საკმარის თანხას ვეღარ გამოიმუშავებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"რეკლამის დამკვეთები უარს კონტრაქტებზე იმის გამო ამბობენ, რომ YouTube შესაძლოა, მალე დაიბლოკოს.
რუსეთში ვიდეოების მონეტიზაცია დახურულია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ იმდენი თანხა, როგორც ადრე ვშულობდით.
გვინდა დარჩეთ ჩვენთან და ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება.
თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ, გთხოვთ, მხარი ჩვენს გუნდს მხარი ფინანსურად დაუჭიროთ", - წერს ვარლამოვი.
ცნობისთვის, ილია ვარლამოვი პუტინის პირადი ბლოგერია.
ცნობილი ბლოგერი-ფოტოგრაფი ვლადიმერ პუტინის მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ ონლაინ რეპორტაჟების სერიას აკეთებს.