ცნობილი რუსი მსახიობი, ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა

ლეონიდ კურავლიოვი

საბჭოთა და რუსული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია წერს, მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა კორონავირუსიარ დაუდასტურდა.

კურავლიოვი 1936 წელს მოსკოვში დაიბადა, 1955 წელს ВГИК-ის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სხვადასხვა ცნობილ როლს შორის არის მისი ნამუშევარი გიორგი დანელიას ფილმში "აფონია", ფილმი საბჭოთა კინოგაყიდვების ლიდერი გახდა, მას 62-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

კურავლიოვს, ასევე, იცნობენ ფილმებიდან "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", "შეხვედრის ადგილი უცვლელია"...

მსახიობი გადაღებებში 2015 წლამდე მონაწილეობდა.