პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი მეცო სოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე 19-დან 24 აპრილამდე, ქალაქ ბარის პეტრუცელის თეატრში იმღერებს.
საერთაშორისო დონის ქართველი მეცო სოპრანო, პეტრუცელის სცენაზე შარლოტას როლს შეასრულებს.
ქეთევანი იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია. მონაწილეობდა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში. წარმატებული იყო მისი გამოსვლები ვერონას არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში (გუნოს „რომეო და ჯულიეტა“), ნეაპოლის სან კარლოს თეატრში (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ბერლიოზის „კლეოპატრას სიკვდილი“ სპოლეტოს ფესტივალზე, გუნოს „ფაუსტი“ და მასნეს „ტაისი“ ტურინის სამეფო თეატრში.
ამონარიდი ქეთევან ქემოკლიძის „operaclick“-სთან მიცემულ ინტერვიუდან, რომელსაც exclusivetv ავრცელებს:
- ქეთევან, სანამ თქვენს ახალ და მნიშვნელოვან დებიუტზე ვისაუბრებ, მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ამ დრამატულ დღეებში?
- მართლაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ გამოვედით პანდემიური ომიდან და ვაგრძელებთ მეორე ომს, სამწუხაროდ რეალურ ომს, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ომი ყველას ეხება.
ჩემთვის, როგორც ქართველისთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ომი, რადგან იმ მიზეზის გამო, რაც უკრაინაში ხდება იგივე მიზეზით სამი ომი გვქონდა.სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ისტორიულად ქართული ტერიტორიები და ამიტომ ძალიან ახლოს ვარ უკრაინელი ხალხის სატკივართან და იმ ყველაფერთან, რის გაძლებაც მათ უწევთ.
ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება, ხალხი შეძლებს სახლებში დაბრუნებას და ცხოვრების გაგრძელებას. სამწუხაროდ ბევრი უკრაინელისთვის ცხოვრება აღარასოდეს იქნება იგივე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ომი მალე დასრულდეს და მშვიდობა დადგეს.